I. დიდი
ხანია,
აზრი დაკარგა
შეკითხვამ, თუ რამდენადაა დღეს მარქსისა და ენგელსის მოძღვრება
თეორიულად მისაღები და პრაქტიკულად გამოყენებადი .
II . ამჟამად, რეაქციული უტოპიაა ყველა მცდელობა , ახლად დაფუძნდეს ერთიანი მარქსისტული დოქტრინა თავისი თავდაპირველი ფუნქციით, როგორც მუშათა კლასის სოციალური
რევოლუციის თეორია.
III. საფუძველში არსებული ორაზროვნების მიუხედავად ,არსებობს
მარქსისტულ სწავლების მნიშვნელოვანი ასპექტები , რომლებიც დღემდე
ინარჩუნებს ეფექტურობას
მათი ცვალებადი ფუნქციითა და განსხვავებული ლოკაციებისადმი მიმართებით. ამჟამად
ხალხებისა და კლასების პრაქტიკულ ბრძოლაში ჩაერთო ძველი მარქსისტული მუშათა
მოძრობის პრაქსისით გამოწვეული იმპულსიც .
IV. რევოლუციური თეორიის და პრაქტიკის ხელახლა დაფუძნების პირველი ნაბიჯი გულისხმობს იმ მარქსიზმისგან ჩამოშორებას, რომელიც მონოპოლიას აცხადებს რევოლუციურ ინიციატივებზე , ისევე, როგორც თეორიულ და პრაქტიკულ დირექტივებზე.
V. დღეს მარქსი მხოლოდ ერთ-ერთია
მუშათა კლასის სოციალისტური მოძრაობის
ურიცხვ წინამორბედ , დამფუძნებელსა და
განმხორციელებელს შორის. არანაკლებად მნიშვნელოვანი არიან ეგრეთ წოდებული უტოპიური სოციალისტები , თომას
მორიდან დღემდე. არანაკლებ მნიშვნელოვანია
მარქსის გამოჩენილი მოწინააღმდეგე ბლანკი,
ან მისი გაცხადებული მტრები , - პრუდონი და ბაკუნინი. არანაკლებ
მნიშვნელოვანია, საბოლოო შედეგით, ახლახანს განვითარებული მოვლენები, როგორიცაა გერმანული რევიზიონიზმი ,
ფრანგული სინდიკალიზმი და რუსული ბოლშევიზმი.
VI. მარქსიზმისთვის
განსაკუთრებულად კრიტიკულია შემდეგი საკითხები : 1) მისი დამოკიდებულება განუვითარებელი ეკონომიკური
და პოლიტიკური მდგომარეობისადმი გერმანიასა და ცენტრალური თუ აღმოსავლეთ
ევროპის ყველა სხვა ქვეყანაში ,სადაც ის პოლიტიკურად რელევანტური უნდა ყოფილიყო 2) ბურჟუაზიული რევოლუციის
პოლიტიკურ ფორმებისადმი მისი უპირობო ერთგულება 3)
ინგლისის მაღალგანვითარებული ეკონომიკური პირობების
, როგორც
ყველა ქვეყნის სამომავალო განვითარების
მოდელისა და სოციალიზმზე გადასვლის
ობიექტური წინაპირობის უპირობოდ მიღება , რომელსაც
შესაძლებელია მოსდევდეს 4) ამ პირობების გარღვევის განმეორებადი სასოწარკვეთილი
და წინააღმდეგობრივი მცდელობების შედეგები .
VII . ამ პირობების შედეგია 1) სახელმწიფოს
,როგორც სოციალური რევოლუციის გადამწყვეტი
ინსტურმენტის გადაჭარბებული შეფასება; 2) კაპიტალისტური ეკონომიკის
განვითარების მისტიკური იდენტიფიკაცია მუშათა
კლასის სოციალურ რევოლუციასთან; 3)
მარქსისტული რევოლუციური თეორიის
ამ პირველადი ფორმის შემდგომი ორაზროვანი განვითარება კომუნისტური რევოლუციური თეორიის ხელოვნური იმპლანტაციის გზით ორ ფაზად; ეს თეორია,რომელიც
ერთი მხრივ ბლანკის და მეორე მხრივ ბაკუნინის წინააღმდეგაა მიმართული,დღევანდელ
მოძრაობას აშორებს მუშათა კლასის რეალურ ემანსიპაციას და გადააქვს განუსაზღვრელ მომავალში.
VIII . სწორედ აქ
უნდა ჩაერთოს ლენინისტური ან ბოლშევიკური განვითარება;სწორედ
ამ ახალი ფორმით გადმოვიდა მარქსიზმი რუსეთსა და აზიაში.ამან შეცვალა მარქსიზმი
და რევოლუციური თეორიიდან ის
იდეოლოგიად აქცია . ამ იდეოლოგიის გამოყენება შეიძლებოდა და კიდეც იყენებდნენ
მას სხვადასხვა მიზნისთვის.
IX. სწორედ ამ შეხედულებიდან გამომდინარე განსჯიან 1917 და 1928 წლების ორი
რუსული რევოლუციის კრიტიკულ სულს , და ამავე
შეხედულებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს
მარქსიზმის მიერ შესრულებული ფუნქციები აზიასა
და მსოფლიოს მასშტაბით.
X. მუშების მიერ თავიანთი ცხოვრების წარმოქნის /წარმოების კონტროლი არ
მომდინარეობს მათ მიერ პოზიციების
დაკავებიდან საერთაშორისო და მსოფლიო
ბაზარზე , რომელიც მიატოვა
თვითგამანდგურებელმა და საწარმოო საშუალებების
მონოპოლისტი მფლობელების ეგრეთ
წოდებულმა თავისუფალმა კონკურენციამ. ეს კონტროლი
ყველა იმ კლასის დაგეგმილი ინტერვენციის
შედეგია მხოლოდ, რომლებიც დღეს მისგან გარიყულია და წარმოებაშია ჩართული , და რომელიც დღეს უკვე გვიჩვენებს ტენდენციას,
ყოველგვარი საშუალებით დარეგულირდეს მონოპოლისტური
და გეგმიური ფორმის მიერ.
No comments:
Post a Comment